gvantsa: სოლო ისევ სოლოა ჩემი ცხოვრება.. რთულია ფიქრი და მოგონება ყოველ საღამო…

gvantsa · Mande

სოლო

ისევ სოლოა ჩემი ცხოვრება..
რთულია ფიქრი და მოგონება
ყოველ საღამოს, ზმანება შეყრილს
ბალანსს მიკარგავს მძიმე გონება.
ვიხსენებ დღეებს სიყვარულიანს,
ვიხსენებ წუთებს სევდით დაფარულს,
თუმცა ვერა და ვერ გავიხსენე
რა მტკენდა გულს და სულს ჩემს
დაკარგულს.
დილა რომ დგება ხვნეშით ვიღვიძებ,
ვითომ რაღაცა დამრჩა წარსულში
თვალებს ვახელ მე, გვერდით ვბრუნდები
და ბალიშს ძლიერ ვიხუტებ გულში.
ალბათ სევდაა, რაც არ მასვენებს
სევდა, ან დიდი დაბნეულობა
უბრალოდ მინდა ისევ ავსებდეს
ცოტა და ცოტა არეულობა
გონებას მყიფეს და კვლავ დატანჯულს
ვითარცა ყვავი და ამირანი,
მეორე დილით გაღვიძებულზე
მინდა უსისხლოდ ვწერო კალამი.
ნუთუ რთულია გამოფხიზლება
იმ კოშმარიდან ეს დღე რომ ჰქვია,
რთულია ისევ მეფინებოდეს
ჭინჭრით დასუსხულს ვარდი და ია?
ოღონდ ნუ მეტყვი "ბევრი გდომია,
წუთოსოფელი არ მოგცემს მაგდენს"
თორემ ისედაც უიმედობა
კვლავ გადამატეხს თავზე ცუდ ამბებს.
მხოლოდ ის მითხარ ნახვამდის პირზე,
რომ აღარ მელის მეტი ქაოსი,
რომ ჩემი ტბების უცხო ნაპირზე
კვლავ მელოდება ერთი ნაფოტი
იმ დაჭრილ ნავის სულს რომ წააგავს,
რომლის ცრემლებიც მიწამდე ატანს,
თუნდაც ვიცოდე დილა დადგება
რომელსაც ღმერთი იმედებს ატანს.
რათა ვიცხოვრო, ჯერ არ დავეცე,
მჭირდება პირას იდგეს ის ნავი,
რომელიც მუდამ გამაკვლევინებს
სად იყო ბოლო, სადაა თავი

gvantsa: სოლო ისევ სოლოა ჩემი ცხოვრება.. რთულია ფიქრი და მოგონება ყოველ საღამო…
Open in Mande