Rola: ელიან ცეცხლზე იწვის სურვილები თავს იკავებ კიდევ ერთხელ ისევ დაღლილს გ…

Rola · Mande

ელიან

ცეცხლზე იწვის სურვილები
თავს იკავებ კიდევ ერთხელ
ისევ დაღლილს გეღვიძება
დღეს ვერაფერს ვერ ახერხებ

და ეს კვირაც მიიწურა
სხეული გრძნობს ბევრ ტკივილებს
ვიღაცამ თქვა ტკივილები 
ემოციებია მოუგვარებელი

მოხეტიალე
და უსახლკარო
დროა გაუშვა ისინი ცაში
აქეთ როცა სევდა მიპყრობს
იციან რომ გაივლიან
მათაც სადმე მოელიან

Open in Mande