Nino Gogidze: "მეამბოროს თავისი ბაგეების ამბორით, რადგან ღვინოზე ტკბილია შენი ალერს…

Nino Gogidze · Mande

"მეამბოროს თავისი ბაგეების ამბორით, რადგან ღვინოზე ტკბილია შენი ალერსი!
სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი, და თავად სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია. "
" მე ვარ ნარგიზი შარონისა და ღელეთა შროშანი"
"თვალები მისი მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში განბანილი, ბუდეში მსხდარნი.
ღაწვები მისი სურნელთა კვლებია, საამოდ მფშვენნი, მისი ბაგეები შროშანებია, მდინარი მურით მწთოლვარენი.
ხელები მისი თლილი ოქროა, იაგუნდებით მოოჭვილი; მუცელი მისი სპილოსძვლის ჭურჭელია, საფირონით მოჭედილი.
წვივები მისი მარმარილოს სვეტებია, ოქროს კვარცხლბეკზე დაფუძნებული. მისი პირისახე ლიბანის მსგავსია და დიდებულია, როგორც კედარი." ( ქებათა-ქება სოლომონისა)

Nino Gogidze: "მეამბოროს თავისი ბაგეების ამბორით, რადგან ღვინოზე ტკბილია შენი ალერს…
Open in Mande