Rola: ზღვართან (ტექსტით) თრიალეთის მთებთან ახლოს მდინარეა ჩემს ეზოში შენ ტა…
ზღვართან (ტექსტით)
თრიალეთის მთებთან ახლოს
მდინარეა ჩემს ეზოში
შენ ტალღებში ვიძირები
და ძილის წინ მენატრები
არსებობა სარდაფია
ცაში თვლემენ თოლიები
მე ვიქნები შენი ფეთქვა
გულის ცემა აჩქარებით
არემარეს მერამდენედ
თვალს მოვავლებ მოლოდინში
მე ვიქნები ნელი ქარი
თუკი შენ თმას შევეხები
მე ვიქნები ქარის ქროლვა
ვანიავებ ნავებს ზღვაში
მე ამ წამის როგორ მჯერა
ციალებენ ვარსკვლავები